
6 March 2024
1997 წლიდან “ნეიროგანვითარების ცენტრმა” დანერგა ნეირორეაბილიტაციის თანამედროვე მიდგომები საქართველოში და დღესაც წარმოადგენს წამყვან კლინიკას ამ სფეროში. იგი ორიენტირებულია განვითარების სხვადახვა ტიპის დარღვევების (ფიზიკური, გონებრივი, ქცევითი) მქონე პაციენტების მკურნალობაზე.
დაწვრილებით0-დან 18 წლამდე ასაკის პირებმა, რომელთაც აღენიშნებათ:
ყველანაირი მოტორული (მოძრაობითი) დარღვევები:
ასაკისათვის შესაფერისი მოძრაობების – თავის ჭერის, ჯდომის, სიარულის და ა.შ არასრულფასოვნება, არარსებობა ან დაკარგვა;
კუნთების დაჭიმულობა ან სისუსტე;
სხეულის არანორმალური პოზა;
უნებლიე მოძრაობები.
გონებრივი განვითარების შეფერხება:
ასაკისათვის შესაფერისი უნარების, ინტერესების და ა.შ არასრულფასოვნება, არარსებობა ან დაკარგვა;
ინფორმაციის გაგების და ათვისების სირთულეები.
ემოციური და ქცევითი აშლილობები:
გამომწვევი ქცევა (აპროტესტებს აკრძალვებს, წვება იატაკზე და ტირის, ურტყამს ირგვლივ მყოფებს);
აგრესიული ქცევა;
ადვილად გაღიზიანებადობა, ხშირი ტირილი უმნიშვნელო მიზეზით;
აკვიატებული აზრები და განმეორებადი მოქმედებები;
ძილის დარღვევები: უჭირს ჩაძინება, აქვს ხშირი გამოღვიძებები, ტირის ან ყვირის ძილში და ა.შ;
უნებლიე შარდვის ან დეფეკაციის ეპიზოდები;
გარემოსთან კონტაქტის პრობლემები;
ბაღში/სკოლაში ადაპტირების პრობლემები (დედასთან/მომვლელთან განშორებისას ტირილი, ჭირვეულობა);
თვალებში არ უყურებს მოსაუბრეს, არ გადის დაფასთან და არ ყვება გაკვეთილს, მაშინაც კი თუ წინა დღეს კარგად მოამზადა);
ყურადღების პრობლემები, მოუსვენრობა (უჭირს გაკვეთილზე მშვიდად ჯდომა, რის გამოც ხშირად იბარებენ მშობელს სკოლაში);
ინსტრუქციების იგნორირება;
სახელით დაძახების იგნორირება (მაშინ, როცა რეკლამის ხმაზე მეორე ოთახიდან გამორბის) და სხვა
მეტყველების პრობლემები:
ასაკისათვის შესაფერისი მეტყველების არასრულფასოვნება, არარსებობა ან დაკარგვა;
კვებითი-წოვის, ღეჭვის, ყლაპვის პრობლემები;
ენაბორძიკობა.
პაროქსიზმული გამოვლინებები:
გონების დაკარგვა, კრუნჩხვა, ტიკები, ჩაბჟირებები და სხვა;
ასევე, ტიპური განვითარების ადამიანებმა, რომელთაც:
ესაჭიროებათ ნევროლოგიური, ფსიქიატრიული დიაგნოსტიკა/მკურნალობა;
ფსიქოლოგის დახმარება ასაკობრივი, შიდაოჯახური თუ სხვა პრობლემის დროს;
ინტელექტის დონის შეფასება (IQ – ს დადგენა);
სასკოლო მზაობის შეფასება;
მეხსიერებისა და ყურადღების კონცენტრაციის უნარის გაუმჯობესება ცხოვრების კონკრეტულ ეტაპზე (გამოცდები, სტრესის შემდგომი და ა.შ)
აღენიშნებათ:
აღქმის დარღვევები - ქცევა ან მოსაზრებები, რომლებიც არ შეესაბამება რეალობას;
უსაფუძვლო შიშები და საფრთხის განცდა;
აკადემიური მოსწრების და/ან გუნებ-განწყობის მკვეთრი დაქვეითება;
კომუნიკაციის უნარების მკვეთრი დაქვეითება და ა.შ
2500+
G description
2500+
G description
2500+
G description
დაავადებათა რიცხვი დიდია: ბავშვთა ცერებრული დამბლა, ნერვ-კუნთოვანი დაავადებები, აუტისტური სპექტრის დარღვევები, ეპილეფსია
თანამედროვე მიდგომები საქართველოში და დღესაც წარმოადგენს წამყვან კლინიკას ამ სფეროში თანამედროვე მიდგომები საქართველოში და დღესაც წარმოადგენს წამყვან კლინიკას ამ სფეროში
დიღომი, ლუბლიანის ქ. 13/მიხეილ ჭიაურელის ქ. 6
032 252 78 89
საბურთალო, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. 37
032 252 78 89
ისანი, გუთნის ქ. 52/54
032 252 78 89
გლდანი, ბოჭორიშვილის ქ. 2
032 252 78 89
გამსახურდიას ქ. 131
032 252 78 89
ნინოშვილის ქ. 28
032 252 78 89