სავარძელ-ეტლის მორგების სერვისი
ეტლის მომხმარებლებს, ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად, აქვე შეუძლიათ ეტლის ზომის და დამხმარე საშუალებების (ფორმირებული ბალიში, ქამრები, თავის და ტანის დამჭერები და სხვ) გადაკეთება–მორგება. ეს ხორციელდება ოკუპაციური თერაპევტის ზედამხედველობით, “უნარშეზღუდულობის მსოფლიო ინსტიტუტის (WID)” სერტიფიცირებული სპეციალისტის მიერ.