ოკუპაციური თერაპია
ოკუპაციური თერაპია გულისხმობს მუშაობის, თვითმოვლისა და თამაშის აქტივობების განვითარებას, ყოველდღიურად საჭირო ჩვევების გამომუშავებას, რათა გაიზარდოს პიროვნების დამოუკიდებლობა, მისი ცხოვრების ხარისხი, უკეთ იგრძნოს თავი გარემოში. ამ მიზნით ცენტრში არის იმიტირებული სამზარეულო, პირსაბანი, ეზო.
ოკუპაციური თერაპია ხელს უწყობს ადამიანის მონაწილეობას მისთვის მნიშვნელოვან საქმიანობებში. სიტყვა ოკუპაცია, იგივე საქმიანობა გულისხმობს და მოიცავს აქტივობებს, რომლებსაც ვასრულებთ ყოველდღიურად. ოკუპაციური თერაპია ბავშვებთან მუშაობის დროს მიმართულია პროდუქტიული უნარების (მაგ: წინასასკოლო და სასკოლო აქტივობები), კრეატიული/დასვენების უნარების (მაგ: თამაში) და თვითმოვლის უნარების განვითარების ხელშეწყობაზე. ასევე მოიცავს გარემოს (მაგ: სახლი, ბაღი, სკოლა და ა.შ) შეფასებას და მორგებას, დამხმარე საშუალებების მორგებას, ზოგჯერ დამზადებას და რეკომენდაციებს მათი სწორად გამოყენებასთან დაკავშირებით. ბავშვთან დასახული მიზნის მისაღწევად, ოკუპაციური თერაპევტი აქტიურად თანამშრომლობს ბავშვის ოჯახის წევრებთან.
ოკუპაციური თერაპია საქართველოში პირველად, 2003 წელს დაინერგა ჩვენ ცენტრში “ოკუპაციური თერაპიის უმაღლესი განათლების ევროპულ ქსელთან” (ENOTHE) თანამშრომლობით.