Bokeria NDC logo

დიაგნოსტიკა და ბავშვის სრული მულტიდისციპლინური კვლევა

ნევროლოგიური დიაგნოსტიკა ხორციელდება მაღალკვალიფიციურ ექიმთა მიერ, რომელთა უმრავლესობა მედიცინის ხარისხის მფლობელია. ისინი ჩართული არიან უწყვეტ სამედიცინო განათლებაში, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. ხელმისაწვდომია ინსტრუმენტული კვლევები – ელექტროენცეფალოგრაფია, ელექტრომიოგრაფია. შეფასებისათვის გამოიყენება უახლესი ტესტები: მსხვილი მოტორიკა - GMFM, GMFCS, ნატიფი მოტორიკა - COPM, MACS,კვების შეფასება EDACS, კომუნიკაციი შეფასება -CFCS, გონებრივი განვითარების შეფასება - BAYLEY და ა.შ ასევე, მხოლოდ ჩვენს ცენტრში, შესაძლებელია ცერებრული დამბლის ადრეული (6 თვემდე ასაკში) დიაგნოსტიკის საერთაშორისოდ აღიარებული პაკეტის მიღება - ჰამერსმიტის ჩვილთა ნევროლოგიური გასინჯვა, GM- ზოგად მოძრაობებზე ვიდეო-დაკვირვება და მხედველობის შეფასება.

ნევროლოგის კონსულტაცია საჭიროა, როცა აღინიშნება:

ყველანაირი მოტორული (მოძრაობითი) დარღვევები: ასაკისათვის შესაფერისი მოძრაობების – თავის ჭერის, ჯდომის, სიარულის და ა.შ არასრულფასოვნება, არარსებობა ან დაკარგვა; კუნთების დაჭიმულობა ან სისუსტე; სხეულის არანორმალური პოზა; უნებლიე მოძრაობები. გონებრივი განვითარების შეფერხება: ასაკისათვის შესაფერისი უნარების, ინტერესების და ა.შ არასრულფასოვნება, არარსებობა ან დაკარგვა; ინფორმაციის გაგების და ათვისების სირთულეები. მეტყველების პრობლემები: ასაკისათვის შესაფერისი მეტყველების არასრულფასოვნება, არარსებობა ან დაკარგვა; კვებითი-წოვის, ღეჭვის, ყლაპვის პრობლემები; ენაბორძიკობა. პაროქსიზმული გამოვლინებები: გონების დაკარგვა, კრუნჩხვა, ტიკები, ჩაბჟირებები და სხვ.

ფსიქიატრიული დიაგნოსტიკა ხორციელდება მაღალკვალიფიციურ ექიმთა მიერ, რომელთა უმრავლესობა მედიცინის ხარისხის მფლობელია. ისინი ჩართული არიან უწყვეტ სამედიცინო განათლებაში, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. შეფასებისათვის გამოიყენება უახლესი ტესტები : აუტიზმის სადიაგნოსტიკო დაკვირვება ADOS, აუტიზმის სადიაგნოსტიკო ინტერვიუ ADI-R,

ფსიქიატრის კონსულტაცია საჭიროა, როცა აღინიშნება: გონებრივი განვითარების შეფერხება: ასაკისათვის შესაფერისი უნარების, ინტერესების და ა.შ არასრულფასოვნება, არარსებობა ან დაკარგვა; ინფორმაციის გაგების და ათვისების სირთულეები. ემოციური და ქცევითი აშლილობები: გამომწვევი ქცევა (აპროტესტებს აკრძალვებს, წვება იატაკზე და ტირის, ურტყამს ირგვლივ მყოფებს); აგრესიული ქცევა; ადვილად გაღიზიანებადობა, ხშირი ტირილი უმნიშვნელო მიზეზით; აკვიატებული აზრები და განმეორებადი მოქმედებები; ძილის დარღვევები: უჭირს ჩაძინება, აქვს ხშირი გამოღვიძებები, ტირის ან ყვირის ძილში და ა.შ; უნებლიე შარდვის ან დეფეკაციის ეპიზოდები; გარემოსთან კონტაქტის პრობლემები; ბაღში/სკოლაში ადაპტირების პრობლემები (დედასთან/მომვლელთან განშორებისას ტირილი, ჭირვეულობა); თვალებში არ უყურებს მოსაუბრეს, არ გადის დაფასთან და არ ყვება გაკვეთილს, მაშინაც კი თუ წინა დღეს კარგად მოამზადა); ყურადღების პრობლემები, მოუსვენრობა (უჭირს გაკვეთილზე მშვიდად ჯდომა, რის გამოც ხშირად იბარებენ მშობელს სკოლაში); ინსტრუქციების იგნორირება; სახელით დაძახების იგნორირება (მაშინ, როცა რეკლამის ხმაზე მეორე ოთახიდან გამორბის) და სხვ.… მეტყველების პრობლემები: ასაკისათვის შესაფერისი მეტყველების არასრულფასოვნება, არარსებობა ან დაკარგვა; კვებითი-წოვის, ღეჭვის, ყლაპვის პრობლემები; ენაბორძიკობა.

ასევე, ტიპური განვითარების ადამიანებმა, რომელთაც : ესაჭიროებათ ნევროლოგიური, ფსიქიატრიული დიაგნოსტიკა/მკურნალობა; ფსიქოლოგის დახმარება ასაკობრივი, შიდაოჯახური თუ სხვა პრობლემის დროს; ინტელექტის დონის შეფასება (IQ – ს დადგენა); სასკოლო მზაობის შეფასება; მეხსიერებისა და ყურადღების კონცენტრაციის უნარის გაუმჯობესება ცხოვრების კონკრეტულ ეტაპზე (გამოცდები, სტრესის შემდგომი და ა.შ) აღენიშნებათ: აღქმის დარღვევები - ქცევა ან მოსაზრებები, რომლებიც არ შეესაბამება რეალობას; უსაფუძვლო შიშები და საფრთხის განცდა; აკადემიური მოსწრების და/ან გუნებ-განწყობის მკვეთრი დაქვეითება; კომუნიკაციის უნარების მკვეთრი დაქვეითება და ა.შ

©2024 ყველა უფლება დაცულია