აკადემიური უნარების თერაპია
აკადემიური უნარების თერაპია მუშაობს უპირატესად აკადემიური უნარების გაუმჯობესებისათვის, რაც გულისხმობს ბავშვის ბაღისა და სკოლისათვის მომზადებას, დამატებით მეცადინეობას, სკოლის ჩანაცვლებას შესაძლებლობების და საჭირობის მიხედვით. აკადემიური უნარების თერაპია ეხმარება ადრეული ასაკის ბავშვებს სასკოლო მზაობის განვითარებაში, სკოლის მოსწავლეებს ხელს უწყობს დაძლიონ დასწავლასთან დაკავშირებული პრობლემები.
აკადემიური უნარების თერაპიის მიზნებია:
დასწავლის სირთულების იდენტიფიცირება.
წერისა და კითხვის უნარზე მუშაობა.
მათემატიკური უნარებისა და კოგნიტური უნარების - ყურადღების, აღქმის, მეხსიერების განვითარება.
სერვისის მიღება შესაძლებელია როგორც ცენტრში, ისე სახლის პირობებში (შინმომსახურება)
აკადემიური უნარების თერაპია განკუთვნილია სკოლამდელი (5 წლიდან ზემოთ) და სასკოლო ასაკის როგორც განვითარების სხვადასხვა დარღვევის, ასევე ტიპიური განვითარების ბავშვებისთვის.