Bokeria NDC logo

აქვათერაპია

აქვათერაპია ფიზიკური თერაპიის ერთ-ერთი ფორმაა და გულისხმობს მკურნალობას და ვარჯიშებს, რომელიც ტარდება წყალში – ფიზიკური რეაბილიტაციის, ზოგადი გაჯანსაღებისა და სხვა თერაპიული სარგებლის მიღების მიზნით. თერაპიული ვარჯიშები შეიძლება შესრულდეს როგორც წყლის ზედაპირზე ცურვის, ასევე სხეულის წყალში ნაწილობრივი ან მთლიანი ჩაშვების მდგომარეობაში. ჩვეულებრივ, ბავშვთან, რომელიც იღებს მკურნალობას თერაპიულ აუზში, მუდმივად იმყოფება კვალიფიციური აქვათერაპისტი. რეაბილიტაცია ფოკუსირებას ახდენს ფიზიკური ფუნქციის გაუმჯობესებაზე, რომელიც შეიძლება ასოცირდებოდეს რაიმე დაავადებასთან, ტრავმასთან ან შესაძლებლობათა შეზღუდვასთან.

აქვათერაპია ერთ-ერთი საუკეთესო გარემოა ცერებრული დამბლის მქონე ბავშვისათვის მისი ფიზიკური ფუნქციის გაუმჯობესების თვალსაზრისით, განსაკუთრებით მათთვის ვისაც არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება.წყალს სხეული გადაჰყავს ცურვის მდგომარეობაში, რაც აადვილებს აერობული და ანაერობული ვარჯიშების შესრულებას და ხდის მათ უფრო ეფექტურს და უსაფრთხოს. გარდა ამისა, თბილი წყალი დადებით თერაპიულ გავლენას ახდენს კუნთების, სახსრებისა და მყესების სპასტიურობით (დაჭიმულობით) გამოწვეულ ტკივილზე.

აქვათერაპია მიზნად ისახავს: ფიზიკური ფუნქციის გაუმჯობესებას; ფიზიკური კონტროლის განვითარებას და შენარჩუნებას; ფსიქოლოგიური სტატუსის/აზროვნების არეალის გაფართოებას და გაუმჯობესებას; თვითშეფასებისა და თავდაჯერებულობის ამაღლებას;  დამოუკიდებლობის გაძლიერებას და სიცოცხლის ხარისხის ამაღლებას.

აქვათერაპია ასევე მოწოდებულია როგორც აუტიზმისა და აუტისტური სპექტრის დარღვევების მართვის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტური თერაპია – ბავშვის სიცოცხლის ხარისხისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესების თვალსაზრისით.

კარგად შერჩეული სპეციფიკური აქტივობების მეშვეობით ბავშვი უკეთესად აღიქვამს საკუთარ სხეულს, კონტურებს, ზომებს… ბავშვი თვითონ არეგულირებს ძალას, რომელიც მან უნდა გამოიყენოს რაიმე ამოცანის შესრულებისას ან თამაშისას, რაც აუმჯობესებს პოზას, ბალანსს, კოორდინაციას.

სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებაში აუტიზმის მქონე ბავშვს შეიძლება დაეხმაროს ჯგუფური თერაპია. ჯგუფური თერაპიის დროს ბავშვები მუშაობენ თერაპისტებთან და სხვა ბავშვებთან ერთად. სწავლობენ ურთიერთობას სხვა ბავშვებთან, უზიარებენ ერთმანეთს სათამაშოებს და სავარჯიშო აღჭურვილობას. ერთობლივი და შეჯიბრებითი თამაშის გამოცდილება ეხმარება ბავშვს განავითაროს საკუთარი მენტალური დამოკიდებულება მოვლენებისადმი და აძლიერებს მის თვითდაჯერებულობას.

კლინიცისტები აღნიშნავენ თვალით (მხედველობითი) კონტაქტის არსებით გაუმჯობესებას აუტიზმის მქონე ბავშვებში აქვათერაპიის დროს და შემდეგ.

აქვათერაპია ფოკუსირებას ახდენს თამაშზე დაფუძნებულ ფუნქციურ მოძრაობებზე და ეხმარება ბავშვს ყურადღებისა და კონცენტრაციის გაუმჯობესებაში.

©2024 ყველა უფლება დაცულია