ხელოვნებით თერაპია
ხელოვნებით თერაპიულ პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ადამიანს, მის ინდივიდუალობას და მთლიანობად აღქმას. თერაპევტსა და პაციენტს შორის წარმოიქმნება უსაფრთხო, მხარდამჭერი, განსჯისგან განთავისუფლებული, ფერადი გარემო, რომელიც ხელს უწყობს მონაწილეთა თვითშემეცნებას. ფერის ,ფორმისა და გამოსახულების საშუალებით, იოლდება ვერბალურად რთული გრძნობებისა და აზრების გამოხტვა.
ხელოვნებით თერაპია ხელს უწყობს :
შფოთვისა და სტრესის შემცირებას
თვითშეფასების გაუმჯობესებას
თვითშემეცნებას და თვითრეალიზაციას
ემოციური და მენტალური კეთილდღეობის გაუმჯობესებას
კონცენტრაციის უნარის გაუმჯობესებას
სამყროს მიმართ კეთილგანწყობას
სოციუმში ადაპტაციას
ხელოვნებით თერაპია შესაძლებელია ჩაუტარდეს ყველა ასაკის ადამიანს, როგორც სომატური დაავადების, ასევე ფსიქიკური პრობლემების დროს.