Bokeria NDC logo

ცეკვის თერაპია

ცეკვის თერაპია არის თერაპიის ტიპი, რომელიც იყენებს მოძრაობას, რათა დაეხმაროს ადამიანებს ემოციური, შემეცნებითი, ფიზიკური და სოციალური ინტეგრაციის მიღწევაში.  სასარგებლოა როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. 

სხეული და მოძრაობა

იმისათვის, რომ სრულად შევძლოთ სხეულის მართვა და დავიმორჩილოთ სხეულის სხვადასხვა ნაწილები, აუცილებელია, რომ გავეცნოთ მათი მოძრაობის ტრაექტორიას და სრულად ავითვისოთ მათი შესაძლებლობა.

განვიხილოთ რამდენიმე სარგებელი რასაც მოძრაობის თერაპია გვაძლევს

ენდორფინები - ზოგადად ვარჯიში ზრდის ენდორფინის რაოდენობას ტვინში. ენდორფინები ურთიერთქმედებენ ტვინში არსებულ რეცეპტორებთან და ახდენენ დადებით ეფექტს სხეულში. 

სხეულის ცნობიერება და სენსორული ინტეგრაცია - მოძრაობა უზრუნველყოფს სხეულის სენსორულ უკუკავშირს. აუმჯობესებს სენსორულ ინტეგრაციას და ეხმარება ბავშვს უკეთ გაიგოს საკუთარი სხეული.

ჯანსაღი გამკლავების გზის შესწავლა - ხშირად, იმის გამო, რომ ბავშვებს არ შეუძლიათ თავიანთი გრძნობების გადმოცემა, გამოხატავენ უარყოფითი ქცევით. ცეკვა/მოძრაობის თერაპია ეხმარება ბავშვს სათქმელის ჯანსაღი ქცევით გადმოცემაში. ბავშვი დროთა განმავლობაში დაისწავლის კომუნიკაციის უნარს, როგორც საკუთარ სხეულთან ისე გარშემომყოფებთან და შესაბამისად ეს ხელს შეუწყობს ქცევის ცვლილებას.

გამოხატვის ფორმა, რომელიც არ არის დაფუძნებული ლაპარაკზე – ცეკვის თერაპიას შეუძლია დაეხმაროს ბავშვს გამოხატოს ტრავმული გამოცდილება, რთული სოციალური გარემოებები და ძლიერი ემოციები მოძრაობის მეშვეობით.

მოძრაობა და აუტიზმი

2013 წელს Lavinia Teixeira-Machado-მ ბრაზილიაში ჩაატარა კვლევა.15 წლის ბიჭს 1 წლის განმავლობაში კვირაში 2-ჯერ უტარდებოდა ნახევარ საათიანი ცეკვის თერაპია. თერაპიის დასაწყისში აუტიზმის განმსაზღვრელი შკალა თუ 41.5 % აჩვენებდა, გრაფიკზე ხედავთ 6 და 12 თვის შემდეგ შედეგს, აუტიზმის პროცენტულობა 32.5% პროცენტამდე შემცირდა მაგრამ თერაპიის დასრულებიდან 6 თვეში 1.5% ით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც სხვა თერაპიებს, ცეკვის თერაპიასაც სისტემატიური სახე უნდა ქონდეს. ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებები შეინიშნა მოტორული ფუნქციის განმსაზღვრელ გრაფიკზეც. (გრაფიკის განხილვა) და ტინეტის ტესტის განხილვა. 

რომ შევაჯამოთ, ცეკვის თერაპია ხელს უწყობს მოტორული უნარების განვითარებას და ჟესტიკულაციის შესრულებას, სხეულის წონასწორობისა და სიარულის დროსაც კი. გარდა ამისა, აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდის ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდა. 

მისი სტატიკური და დინამიური მოტორული უნარები გაუმჯობესდა, რაც აჩვენებს რიტმული მოძრაობის მნიშვნელობას მოტორული უნარების განვითარებაში.

ცეკვის თერაპია არ მოიცავს მხოლოდ კონკრეტული მოძრაობების დასწავლას, ის მოქმედებს ტვინის მუშაობის ეფექტურობაზე და არის ერთ-ერთი აუცილებელი თერაპია, რაც აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებმა უნდა გაიარონ. 

©2024 ყველა უფლება დაცულია