სპეციალიზებული პროგრამირების გაკვეთილები
სპეციალიზებული პროგრამირების გაკვეთილები აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდებისთვის, გამოცდილი ინსტრუქტორებითა და ბავშვების საჭიროებებზე მორგებული სასწავლო გეგმით.
სპეციალიზებული პროგრამირების გაკვეთილები მიზნად ისახავს კრეატიულობისა და კრიტიკული აზროვნების გაძლიერებას. ბავშვებს საშუალება ექნებათ შექმნან და გამოხატონ საკუთარი თავი ახალი და საინტერესო გზებით. კურსი დატვირთული იქნება სახალისო და ინტერაქტიული გაკვეთილებით. სწავლებისას კი გამოვიყენებთ სხვადასხვა პლატფორმას, რომლებსაც მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო პროგრამირების სკოლები იყენებენ.
გაკვეთილის ხანგრძლივობა შეადგენს 1 საათს. კვირაში ერთხელ - შაბათობით.