ფიზიკური თერაპია
ფიზიკური თერაპია ნეიროგანვითარებითი დარღვევების მართვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დისციპლინაა. ფიზიკური თერაპია არის სამკურნალო ვარჯიში და პოზიციონირება, აგრეთვე პათოლოგიური ტონუსის მართვა, რომელიც მიმართულია ბავშვის მოძრაობითი ფუნქციის გაუმჯობესებისაკენ. ფიზიკური თერაპიის პროგრამის უპირველესი მიზანია დაზიანების შედეგების მინიმიზაცია და ფუნქციის ოპტიმიზაცია. მნიშვნელოვანია ადრეული ჩარევა კონტრაქტურების პრევენციისა და კუნთთა ტონუსის (სპასტიკის) დაქვეითების მიზნით.
ფუნქციურ მობილურობასა და სოციალურ მიზნებზე ორიენტირებული ფიზიკური თერაპიის დანერგვის პროექტები, პირველად საქართველოში, განხორციელდა ნეიროგანვითარების ცენტრში, უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე, მოწინავე ევროპულ სარეაბილიტაციო ცენტრებთნ და ექსპერტებთან თანამშრომლობით.
ამ მიზნების მისაღწევად ასევე გამოიყენება ბოტულინის ინექციები - კუნთთა პათოლოგიური დაჭიმულობის საწინააღმდეგო მედიკამენტური მკურნალობა.