Bokeria NDC logo

რობოტიკის საფუძვლების დაწყებითი კურსი

რობოტიკის საფუძვლების დაწყებითი კურსი ეფუძნება მსოფლიოში აღირებული LEGO განათლების სტანდარტს და მეთოდოლოგიას. LEGO თანამედროვე აღჭურვილობის მეშვეობით ბავშვები თამაშის გზით ეზიარებიან პროგრამირების, ელექტრონიკისა და რობოტიკის საფუძვლებს. კონსტრუქტორის დეტალების გამოყენებით მოხდება არა მარტო მრავალფეროვანი მოდელების, მათ შორის რობოტების აწყობა, არამედ მათი დაპროგრამება და მართვა. ყურადღების კონცენტრაცია, თვალის და ხელის კოორდინირებული მუშაობა, ლოგიკური აზროვნება, გუნდური მუშაობა, ალგორითმის აგება, ნებისყოფა, კრეატიულობა - ეს არის ის უნარები, რომლებსაც კურსის მონაწილეები კონკრეტული პროექტების განხორციელების დროს გამოიმუშავებენ.

გაკვეთილის ხანგრძლივობა შეადგენს 1 საათსა და 15 წუთს. თითოეული გაკვეთილი ითვალისწინებს როგორც თეორიული საკითხების განხილვას, ისე პრაქტიკულ სამუშაოს. კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 3 თვეს, კვირაში ერთხელ - შაბათობით.

©2024 ყველა უფლება დაცულია