Bokeria NDC logo

ადრეული ინტერვენციის სერვისი

ადრეული ინტერვენციის სერვისი განკუთვნილია 0-7 წლამდე ასაკის, განვითარების შეფერხების, მისი რისკის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის და ხორციელდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.

ადრეული ინტერვენციის სერვისი საერთაშორისოდ აპრობირებული მეთოდია, რომელიც ბავშვის განვითარების ხელშეწყობას ემსახურება. პროფესიონალების მუშაობა ხორციელდება შინ, ცენტრში და/ან საბავშვო ბაღში. ხდება ბავშვის ჩართულობის მაქსიმალურად გაზრდა ოჯახის წევრებთან და თანატოლებთან ურთიერთობისას და ინდივიდუალური ჩარევის გეგმის შედგენა.

პროგრამაში შესაძლებელია ჩაერთოს განვითარების დარღვევის ან მისი რისკის მქონე ნებისმიერი ბავშვი, რომელსაც აღენიშნება პრობლემები გონებრივ; მოძრაობით (წვრილი და მსხვილი მოტორიკა); მეტყველების; ქცევის; სოციალურ და; კომუნიკაციის სფეროში.

ბავშვის განვითარება ფასდება საერთაშორისოდ აღიარებული ტესტით – AEPS. ოჯახის წევრები ავსებენ სპეციალურ კითხვარს, რომლის შედეგად გამოვლენილი სპეციალური საჭიროებები გათვალისწინებულია ჩარევის გეგმისას. ინდვიდუალური გეგმის შედგენას მშობელი/მომვლელი და პროფესიონალი ახორციელებს გუნდურად.

ადრეული ინტერვენციის სერვისი მოიცავს თვეში 8 ვიზიტს, რომელიც: 0-3 წლამდე ასაკის ბავშვებში უმეტესად ხორციელდება ბინაზე, ხოლო 3-7 წლამდე ბავშვების შემთხვევაში გულისხმობს ინდივიდუალურ და/ან ჯგუფურ მომსახურეობას ბინაზე, ცენტრში და/ან საბავშვო ბაღში (ბავშვისა და ოჯახის საჭიროებების მიხედვით).

©2024 ყველა უფლება დაცულია