Bokeria NDC logo

სასკოლო მზაობის სერვისი

სასკოლო მზაობის სერვისი განკუთვნილია 5-დან 7 წლის ასაკის ბავშვებისათვის. სასკოლო მზაობის პროგრამა გულისხმობს ფსიქო-ემოციურ ადაპტაციას და განსაზღვრავს ბავშვთა ბაზისურ ინდივიდუალურ უნარებს. სასკოლო მზაობის პროგრამა არის კომპლექსური, მრავალმხრივი და მოიცავს ბავშვის ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს, როგორც პიროვნულ-სოციალურ, ასევე კოგნიტურ და შემეცნებით სფეროებს. პირველ ეტაპზე ხდება ბავშვზე დაკვირვება, მშობელთან ინტერვიუ და სასკოლო მზაობის შეფასება და დიაგნოსტიკა შესაბამისი ინსტრუმენტებით, რის საფუძველზეც დგინდება ბავშვის ძლიერ მხარეები და საჭიროებები. 

Სასკოლო მზაობის პროგრამა მოიცავს 1 სასწავლო წელს (9 თვეს) და ჯგუფური შეხვედრები ხანგრძლივობაა 1 საათი კვირაში ორჯერ.

©2024 ყველა უფლება დაცულია