ქცევითი თერაპია
ქცევითი თერაპია გამოიყენება ქცევის კორექციისათვის, სოციალიზაციის გაზრდისა და ყურადღების კონცენტრაციის კორექციისათვის ბავშვებში, რომლებსაც აღენიშნებათ აუტიზმი, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი და სხვ.
ქცევითი თერაპია დაფუძნებულია ქცევის გამოყენებითი ანალიზის ტექნიკებზე, რომელიც ითვალისწინებს ქცევის წინაპირობებით და ქცევის მომდევნო ფაქტორებით, ანუ შედეგებით მანიპულირებას. თანამედროვე ბიჰევიორიზმის თანახმად, ყველა ქცევა დასწავლილია, რაც იმას გულისხმობს, რომ იდეალური მოდელის შემთხვევაში შესაძლებელია, როგორც ნებისმიერი ტიპის გამომწვევი ქცევის სიხშირის შემცირება და/ან ჩაქრობა, ასევე სოციალურად მისაღები ქცევების დასწავლა.
ქცევითი თერაპია არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული დასწავლის ეფექტური მეთოდი, რადგან მანიპულირებს ქცევის წინაპირობებით და ქცევის შედეგებით
ქცევითი თერაპია ხორციელდება ქცევის ტექნიკოსის ან ქცევის ანალიტიკოსის მიერ.