სენსორული თერაპია
სენსორული თერაპია მიზნად ისახავს იმუშაოს იმ პირებთან, რომლებსაც აქვთ სენსორული ინტეგრაციის სირთულეები. მოხდეს სწორი სტრატეგიების და ინტერვენციის შემუშავება, რაც მიზნად ისახავს სენსორული დამუშავების უნარების გაუმჯობესებას და სენსორულ სტიმულებზე ადაპტური რეაგირების ხელშეწყობას. ინტერვენცია მოიცავს სენსორულ მგრძნობელობებზე-შეხების(ტაქტილური) მხედველობის(ვიზუალური), გემოს (ორალური), ყნოსვის, სმენის (აუდიალური) ასევე ვესტიბულური (ბალანსი, კოორდინაცია,გრავიტაცია,სივრცეში ორიენტირება) და პრიპრიოცეფტული ( სხეულის პოზა და მოძრაობა)-დაფუძნებულ აქტივობებს. სენსორულ ინტეგრაციაზე სამუშაოდ შეიძლება გამოყენებულ იქნას ყველა გარემო, თუმცა საუკეთესო გარემო არის სენსორული ოთახი, რომელიც აღჭურვილია თითოეულ მგრძნობელობაზე სამუშო სპეციალური ინვენტარით.