აქვათერაპია ნეიროგანვითარების დარღვევების მქონე ბავშვთა მკურნალობაში
9 April 2024
აქვათერაპია ფიზიკური თერაპიის ერთ-ერთი ფორმაა და გულისხმობს მკურნალობას და ვარჯიშებს, რომლებიც ტარდება წყალში – ფიზიკური რეაბილიტაციის, ზოგადი გაჯანსაღებისა და სხვა თერაპიული სარგებლის მიღების მიზნით.
მდგომარეობები, რომელთა დროს შეიძლება გამოყენებულ იქნას აქვათერაპია, მოიცავს:
• ნევროლოგიურ დარღვევებს;
• ცერებრულ დამბლას და სხვა ნეირომოტორულ დარღვევებს;
• აუტიზმს და ნეიროგანვითარების სხვა დარღვევებს;
სხვა სახის შესაძლებლობის შეზღუდვას ბავშვებში;
• ზურგის ტკივილს;
• ძვალ-კუნთოვან ტკივილს;
• პოსტოპერაციულ ორთოპედიულ რეაბილიტაციას;
• ნაწოლებს და სხვ.
თერაპიული ვარჯიშები შეიძლება შესრულდეს როგორც წყლის ზედაპირზე ცურვის, ასევე სხეულის წყალში ნაწილობრივი ან მთლიანი ჩაშვების მდგომარეობაში. ჩვეულებრივ, ბავშვთან, რომელიც იღებს მკურნალობას თერაპიულ აუზში, მუდმივად იმყოფება კვალიფიციური აქვათერაპისტი.
რეაბილიტაცია ფოკუსირებას ახდენს ფიზიკური ფუნქციის გაუმჯობესებაზე, რომელიც შეიძლება ასოცირდებოდეს რაიმე დაავადებასთან, ტრავმასთან ან შესაძლებლობათა შეზღუდვასთან.
აქვათერაპია ერთ-ერთი საუკეთესო გარემოა ცერებრული დამბლის მქონე ბავშვისათვის მისი ფიზიკური ფუნქციის გაუმჯობესების თვალსაზრისით, განსაკუთრებით მათთვის ვისაც არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება.
წყალს სხეული გადაჰყავს ცურვის მდგომარეობაში, რაც აადვილებს აერობული და ანაერობული ვარჯიშების შესრულებას და ხდის მათ უფრო ეფექტურს და უსაფრთხოს. გარდა ამისა, თბილი წყალი დადებით თერაპიულ გავლენას ახდენს კუნთების, სახსრებისა და მყესების სპასტიურობით (დაჭიმულობით) გამოწვეულ ტკივილზე.
აქვათერაპია მიზნად ისახავს:
• ფიზიკური ფუნქციის გაუმჯობესებას;
• ფიზიკური კონტროლის განვითარებას და შენარჩუნებას;
• ფსიქოლოგიური სტატუსის/აზროვნების არეალის გაფართოებას და გაუმჯობესებას;
• თვითშეფასებისა და თავდაჯერებულობის ამაღლებას;
• დამოუკიდებლობის გაძლიერებას და სიცოცხლის ხარისხის ამაღლებას.
აქვათერაპია ასევე მოწოდებულია როგორც აუტიზმისა და აუტისტური სპექტრის დარღვევების მართვის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტური თერაპია – ბავშვის სიცოცხლის ხარისხისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესების თვალსაზრისით. კარგად შერჩეული სპეციფიკური აქტივობების მეშვეობით ბავშვი უკეთესად აღიქვამს საკუთარ სხეულს, კონტურებს, ზომებს… ბავშვი თვითონ არეგულირებს ძალას, რომელიც მან უნდა გამოიყენოს რაიმე ამოცანის შესრულებისას ან თამაშისას, რაც აუმჯობესებს პოზას, ბალანსს, კოორდინაციას. სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებაში აუტიზმის მქონე ბავშვს შეიძლება დაეხმაროს ჯგუფური თერაპია. ჯგუფური თერაპიის დროს ბავშვები მუშაობენ თერაპისტებთან და სხვა ბავშვებთან ერთად. სწავლობენ ურთიერთობას სხვა ბავშვებთან, უზიარებენ ერთმანეთს სათამაშოებს და სავარჯიშო აღჭურვილობას. ერთობლივი და შეჯიბრებითი თამაშის გამოცდილება ეხმარება ბავშვს განავითაროს საკუთარი მენტალური დამოკიდებულება მოვლენებისადმი და აძლიერებს მის თვითდაჯერებულობას. კლინიცისტები აღნიშნავენ თვალით (მხედველობითი) კონტაქტის არსებით გაუმჯობესებას აუტიზმის მქონე ბავშვებში აქვათერაპიის დროს და შემდეგ. აქვათერაპია ფოკუსირებას ახდენს თამაშზე დაფუძნებულ ფუნქციურ მოძრაობებზე და ეხმარება ბავშვს ყურადღებისა და კონცენტრაციის გაუმჯობესებაში.
ინდივიდუალური აქვათერაპიის ღირებულება შეადგენს: 1 სთ 37 ლარი. ( თერაპევტს ბავშვის მოწესრიგებაში დახმარებას უწევს ასისტენტი )
ჯგუფური აქვათერაპიის შემთხვევაში 1 საათის ღირებულება შეადგენს 20 ლარს. ( ჯგუფში ბავშვების რაოდენობაა არაუმეტეს 5 ) ( თერაპევტს ბავშვის მოწესრიგებაში დახმარებას უწევს ასისტენტი )
ადგილები შეზღუდულია, სურვილის შემთხვევაში აუცილებელია წინასწარ ხდება ჩაწერა თერაპიაზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 032 252 78 89